19 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება სპეციალური სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი გამოჩენილი დაღესტნელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, რასულ ჰამზათოვის 100 წლის იუბილესადმი.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: პოეტებს, მწერლებს, ლიტერატურათმცოდნეებს, თეატრისა და ხელოვნების მუშაკებს, ტექსტოლოგებს. კონფერენციის თემებია: რასულ ჰამზათოვი: მოქალაქე, მწერალი, საზოგადო მოღვაწე; რასულ ჰამზათოვი: კავკასიის დიდი შვილი; რასულ ჰამზათოვი და ქართულ-დაღესტნური ურთიერთობები. სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური. მასალები მიიღება 30 სექტემბრამდე, მისამართზე: rasulhamzatov100@tsu.ge
კონფერენციის ჩატარების ფორმატი — ჰიბრიდული. დასწრება თავისუფალია