Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია "წმინდა ქეთევან დედოფალი და საქართველო-პორტუგალიის ისტორიულ-დიპლომატიური ურთიერთობები"

26-27 სექტემბერს ქალაქ ლისაბონში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "წმინდა ქეთევან დედოფალი და საქართველო-პორტუგალიის ისტორიულ-დიპლომატიური ურთიერთობები".

 

კონფერენცია ორგანიზებული იყო პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ, კამოეშის ენისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლისაბონის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. იგი საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიეძღვნა 30 წლისთავს.

 

კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა ქ. ლისაბონში, გრასას მონასტერში არსებული წმინდა ქეთევან დედოფლის აზულეჟუს იკონოგრაფიული პანოს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისთვის და ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების კვლევისათვის. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და პორტუგალიელმა კულტუროლოგებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა.

 

კონფერენციის ფარგლებში შედგა ვიზიტები ქ.ლისაბონში მდებარე აზულეჟუს მუზეუმში და გრასას მონასტერში.