ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული განათლების და ახალგაზრდობის საკითხთა ბორდი (HARNO) აცხადებს კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლისათვის ესტონეთის მთავრობის მიერ დაწესებული სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სასტიპენდიო პროგრამები გათვალისწინებულია საერთაშორისო სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისათვის. განაცხადების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე. ინფორმაცია შემოთავაზებული პროგრამების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პირობებისა და განაცხადის შეტანის პროცედურებთან დაკავშირებით იხილე დანართებში: 1, 2.