ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა, და University of Essex-ის ერთობლივი პროექტი თსუ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ ინგლისური ენის ცოდნა
„ბრიტანეთის საბჭოების“ მიერ შედგენილი ინგლისური ენის ონლაინ კურსის
მეშვეობით. კურსი მოიცავს დონეებს A1-დან B2-მდე, რაც ნიშნავს, რომ
რეგისტრაცია ინგლისური ენის სწავლის ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
რეგისტრაციის გასავლელად, მიჰყევით
ბმულს: https://goo.gl/forms/yXFjE7mgYdFD72fn2. გთხოვთ, მიუთითოთ იმ ელ.ფოსტის მისამართი, რომლითაც
შემდეგ ონლაინ კურსზე შესვლას შეძლებთ. განაცხადების მიღება გაგრძელდება
2019 წლის 8 თებერვლამდე.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტი დაფინანსებულია ფონდის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მიერ.