18 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოყენებითი ელექტროდინამიკის ლაბორატორიის გამგის ივანე დარსაველიძის წიგნის „ცილინდრული და სფერული ტალღური ფუნქციების მონოპოლებით წარმოდგენა“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, SP-23-361 გრანტის ფარგლებში. წიგნის ელექტრონული ვერსია განთავსებულია თსუ-ს ციფრული ბიბლიოთეკის ბაზებში.