Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად ალექსანდრე გაბაშვილი აირჩიეს

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ივნისს არჩეული სტუდენტური თვითმმართველობის პირველი სხდომა ჩატარდა, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით დასრულდა. ახალარჩეული სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატების გადაწყვეტილებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ალექსანდრე გაბაშვილი აირჩიეს.

 

ალექსანდრე აქამდეც გამოირჩეოდა აქტიური სტუდენტური ცხოვრებითა და სტუდენტურ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობით. ასევე დელეგატების გადაწყვეტილებით, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი საბა ლოლაძე, ხოლო მეორე ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტი კახა კუჭუხიძე გახდნენ.

 

,,ეს მნიშვნელოვანი ეტაპი, ახალი გამოწვევების და თავგადასავლის დასაწყისია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი როლი დიდი იქნება სტუდენტური ცხოვრების განვითარებასა და საუნივერსიტეტო საზოგადოების გაუმჯობესებაში,'' - განაცხადა ალექსანდრე გაბაშვილმა.