Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი  უფროსკლასელთათვის საზაფხულო სკოლის  ორგანიზების  ტრადიციას  კვლავ აგრძელებს.  წლევანდელი საზაფხულო სკოლის თემა, "მდგრადი განვითარება-პროექტების ბანაკი" იყო.

მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ  საბავშვო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაეროს მდგრადი განვითარების კონცეფციის მე-17 პუნქტი - "თანამშრომლობა საერთო მიზნებისათვის" განიხილეს. სკოლის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია პროექტის წერის ხერხებისა და სპეციფიკის შესახებ,  ასევე  ყველა საჭირო ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც მათ მომავალში საშუალებას მისცემს იდეა პროექტად აქციონ და ამგვარად ამ პროექტის განსახორციელებლად მხარდაჭერა დასავლური ინსტიტუტებისგან მოიპოვონ. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის სურვილი წელს  150-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, რომელთაგან 45 შეირჩა.

 

ზაფხულის სკოლის ბოლოს მოსწავლეებმა ინდივიდუალურად თუ გუნდურად შეიმუშავეს პროექტი, რომლებიც აუდიტორიის წინაშე წარადგინეს. სკოლის ყველა მონაწილეს შესაბამისი  სერტიფიკატი გადაეცა.