Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჰადას მეიცადთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თსუ-სა და ისრაელის სახელმწიფოს საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე, ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 
 

ისრაელის სახელმწიფოს ელჩი უახლოეს მომავალში თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციის გამართვას გეგმავს. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ებრაისტიკის მიმართულების გაძლიერებაში დახმარება აღუთქვა. 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაისტიკა-არამეისტიკის მიმართულება 1944 წლიდან არსებობს. თსუ-ში ასევე ფუნქციონირებს „ისრაელის ცენტრი“, რომელიც აქტიურადაა დაკავებული ქართულ-ებრაული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებით. 
 

ღონისძიებას თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თეა გერგედავა ესწრებოდა.