Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ისა და ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტს შორის მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ და ტოკიო მეტროპოლიტან უნივერსიტეტის  პროფესორმა ჰიროტაკე მაედამ.

 

 შეხვედრის მიზანი იყო თსუ-სა და ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულების გაფორმება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობების ორგანიზებაზე შეთანხმება.

 

 ამ ეტაპზე  სამი მიმართულებით მიმდინარეობს ხელშეკრულებებზე მუშაობა: უნივერსიტეტებს შორის ძირითადი მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ხელშეკრულება და სადოქტორო საფეხურზე ორმაგი ხელმძღვანელობის ხელშეკრულება.

 

ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტის წარმომადგენელი, პროფესორი ჰიროტაკე მაედა არის ქართველოლოგი და ირანისტი. აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შემდეგი სემესტრიდან შეეძლება.