Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგებს ჩაატარებენ

ახალგაზრდა თაობაში იურიდიული განათლების პოპულარიზების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროექტი დაიწყო.
 

პროექტი სახელწოდებით „მომავალ  თაობაში  იურიდიული  განათლების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“ თსუ იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების მიერ მოპოვებული გრანტის ფარგლებში ხორციელდება და მის ძირითად მიმართულებას სამართლებრივი  უსაფრთხოების   განმტკიცება წარმოადგენს.
 

პროექტი ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებში კანონისადმი პატივისცემის გამყარებას, ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებზე ცნობიერების ამაღლებას.
 

პროექტის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები თბილისის, გორის, ბათუმის და ლაგოდეხის სკოლებში აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგებს ჩაატარებენ და მოსწავლეებს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციას მიაწოდებენ.
 

პროექტის პირველ ეტაპზე, (იანვრის თვეში) მთელი ქვეყნის მასშტაბით  არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა 100-მდე სტუდენტმა მიიღო. გასაუბრების შედეგად კი შეირჩა სხვადასხვა უნივერსიტეტის 30 გამარჯვებული სტუდენტი, რომლებიც თსუ პროფესორებმა,  მოსამართლეებმა, იუსტიციის  სამინისტროს  თანამშრომლებმა და ფსიქოლოგებმა გადაამზადეს.
 

პროექტი სამი თვე გაგრძელდება და 2023 წლის მარტის ბოლოს შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.