Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვორქშოფი ქიმიაში მასწავლებლებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის სასწავლო/სამეცნიერო ლაბორატორიებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან მოწვეული საშუალო სკოლების ქიმიის პედაგოგებისთვის ამერიკის ქიმიური საზოგადოების „ვორქშოფი ქიმიაში მასწავლებლებისთვის“ გაიმართება.

 

ვორქშოფი პარალელურ რეჟიმში მიმდინარე 3 სხვადასხვა სესიას აერთიანებს: 

  • ზოგადი და არაორგანული ქიმია;
  • ორგანული და ბიოქიმია;
  • ფიზიკური და ანალიზური ქიმია;


ღონისძიების ფარგლებში საშუალო სკოლების ქიმიის პედაგოგები სხვადასხვა  ქიმიურ ექსპერიმენტში ჩაერთვებიან და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ თსუ ლაბორატორიებში დამოუკიდებლად იმუშავებენ. ვორქშოფს თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საკალავრო პროგრამის ქიმია/ბიოქიმია აკადემიური პერსონალი წარმართავს, რომელსაც გადამზადება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ, კალიფორნია) აქვს გავლილი.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტური წარმომადგენლობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვორქშოფი ACS-ის მიერ დაარსებული საინფორმაციო კამპანიის „ქიმიკოსები აღნიშნავენ დედამიწის კვირეულს“ ეგიდით იმართება.

ვორქშოფზე რეგისტრაციისთვის, მიჰყევით ბმულს.