Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსი „ჩემი სახელმწიფო ენა–ქართული“

14 აპრილს ესეების  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით კონკურსი „ჩემი სახელმწიფო ენა–ქართული“ გაიმართება. 

კონკურსის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება საუნივერსიტეტო თუ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ამასთან, იგი მიზნად ისახავს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობის გაზრდას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

ესეს თემა: „ჩემი სახელმწიფო ენა – ქართული“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „1+4“ პროგრამის სტუდენტებს.

 

სტუდენტის მიერ შესრულებული ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

• ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე. ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესეს გამოგზავნა;

• ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს, შრიფტი – Sylfaen 11; ინტერვალი: 1,15;

• ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს მაქსიმუმ 500 სიტყვა.

• ავტორმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტა), ასევე - უნივერსიტეტის / ორგანიზაციის დასახელება.

ნაშრომის წარმოდგების ბოლო ვადაა 6 აპრილი.

 

ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები:

• თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება;

• ფაქტების ანალიზი და არგუმენტირება;

• შინაარსობრივი და ენობრივი გამართულობა;

• დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტი.

მიგვაჩნია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა ჩართულობა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მნიშვნელოვანია, რათა თითოეულმა მათგანმა გაითვითცნობიეროს ქართულის, როგორც საკუთარი სახელმწიფო ენის, როლი ინტეგრაციის პროცესში.

გამარჯვებულ სტუდენტებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

გამარჯვებული სტუდენტი დაჯილდოვდება შესაბამისი სერტიფიკატით.

ესეები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ana.todua1988@gmail.com