თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მართავს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
კონკურსის თემატიკა:
- ჩემი ბავშვობის მთავარი წიგნი;
- ჩემი საყვარელი პერსონაჟი;
- ჩემი საყვარელი მწერალი;
კონკურსის ეტაპები:
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 15 სექტემბერი;
ნაშრომების მიღება: 15 სექტემბერი -25 ოქტომბერი;
გამარჯვებულების გამოვლენა - 31 ოქტომბერი;
ორ საუკეთესო ესეს გამოავლენს ჟიური; მესამე საუკეთესო ესეს ავტორი იქნება - ბიბლიოთეკის რჩეული; გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები; თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა აირჩიონ ჩამოთვლილი სამი თემიდან ერთი და საკონკურსო ნაშრომს, თან უნდა დაურთონ განაცხადის ფორმა:
- მომხსენებლის სახელი და გვარი;
- პედაგოგის სახელი და გვარი;
- სკოლა;
- მისამართი;
- ტელეფონი (მობილური);
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ესეს გაფორმების წესი:
- ფურცლის ზომა: A4;
- შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen)
- შრიფტის ზომა: 12;
- გვერდების რაოდენობა: 2-4 გვ;
ესეები უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: library@tsu.ge