თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ბავშვთა საერთაშორისო დღის ფარგლებში მართავს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
კონკურსის თემატიკა:
- ჩემი ბავშვობის მთავარი წიგნი
- ჩემი საყვარელი პერსონაჟი
- ჩემი საყვარელი მწერალი
კონკურსის ეტაპები:
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 16 მაისი;
ნაშრომების მიღება: 16-29 მაისი;
გამარჯვებულების გამოვლენა - 1 ივნისი;
ორ საუკეთესო ესეს გამოავლენს ჟიური; მესამე საუკეთესო ესეს ავტორი იქნება - ბიბლიოთეკის რჩეული;
გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები;
თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა, საკონკურსო ნაშრომს, თან უნდა დაურთონ განაცხადის ფორმა:
- მომხსენებლის სახელი და გვარი;
- პედაგოგის სახელი და გვარი;
- სკოლა;
- მისამართი;
- ტელეფონი (მობილური);
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ესეს გაფორმების წესი:
ფურცლის ზომა: A4;
შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen)
შრიფტის ზომა: 12;
გვერდების რაოდენობა: 2-4 გვ.
ესეები უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: library@tsu.ge