ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) და საქართველოს Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა The Cluster Meeting for the Ongoing Erasmus+ CBHE Projects. შეხვედრაზე განიხილეს თემები პოლიტიკის პერსპექტივიდან პროექტის მენეჯმენტამდე.
ერასმუს+ პროგრამების აქტიურად განხორციელება მნიშვნელოვანია ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისა და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისთვის.
პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს მესამე, პროექტთან არა ასოცირებულ ქვეყნების:
- მოდერნიზაციას, ინტერნაციონალიზაციას და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სისტემების წინაშე მდგარი გამოწვევების მოგვარება;
- ევროკავშირთან თანამშრომლობის გაზრდა;
- ნებაყოფლობით დაახლოება ევროკავშირის განვითარებასთან უმაღლესი განათლების სფეროში;
- ხელი შეუწყოს ადამიანთა შორის კონტაქტებს, კულტურათაშორის ცნობიერებას და გაგებას.
შეხვედრაზე ისაუბრეს ერასმუს+ პროგრამებსა და მის ფარგლებში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
ღონისძიება ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში.