2022–2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მისაღები გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 10 თებერვალს 10:00 სთ-ზე - თსუ, ბიბლიოთეკაში, უნივერსიტეტის ქუჩა #11.
უცხო ენის შედეგები დაიდება tsu.ge-ზე სიახლეებში - 14 თებერვალს;
გამოცდის შედეგის გასაჩივრება - 15 თებერვალი (თსუ-ს I კორპუსის კანცელარიაში (10.00-დან 18.00 საათამდე));
აპელაცია - 16 თებერვალი.
ყურადღება!
გამოცდაზე კონკურსანტები არ დაიშვებიან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
სექტორი და ადგილი იხილეთ tsu.ge-ზე სტუდენტთა მომსახურებაში /საგამოცდო ცენტრი/ინფორმაცია/გამოცდების განრიგი (უფრო მოკლედ - tsu.ge- ზე სარჩევში აკრიფეთ „გამოცდების განრიგი“)