2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №237/01-01, 08.08.2022)
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ (ბრძანება №233/01-01, 04.08.2022)
- საბუთების მიღება - 22 – 31 აგვისტო;
- გამოცდა უცხო ენაში - 7 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება -13 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 15 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 19 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 20 სექტემბერი;
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 17-20 სექტემბერი;
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 21 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 22 – 26 სექტემბერი;
- საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 27 სექტემბერი;
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ.):
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2022 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №103.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №204; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84;
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8. თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №106; ტელ.: 595 18 57 98
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ X კორპუსი, III სართული, ოთახი № 307, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 9768;
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ. N16, ტელ: (+995) 322 507 177.
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 1059;
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N205, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა - 3225, 3224.