თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით 4-5 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვორკშოფი: The Future of Informal Markets and Trade in Central Asia and the Caucasus - არაფორმალური ბაზრებისა და ვაჭრობის მომავალი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში (funded by the Volkswagen Foundation- ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით), გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის, ფრაიბურგის უნივერსიტეტის, ლაჰორის უნივერსიტეტის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის დ კემბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.
მოხსენებები წარადგინეს თსუ-ს პროფესორებმა ალექსანდრე კუხიანიძემ და ქეთევან ხუციშვილმა, ასევე თსუ სადოქტორო პროგრამა ანთროპოლოგიის დოქტორანტმა ჯენფიანგ ლიმ.
ვორკშოფის შესახებ ინფორმაცია განთავსდა ასევე ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ფრობენიუსის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე.