6-8 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
"ბიოპოლიმერების ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები".
ISC chtab 2023 კონფერენციის ორგანიზატორები არიან: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციის მიზანია კვლევის შედეგების წარმოდგენა მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე: ბიოპოლიმერების, ბიორეგულატორების ნაწარმთა სინთეზისა და გამოყენების თვალსაზრისით, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების, მცირენარჩენიანი და მაღალპროდუქტიული ინოვაციური ტექნოლოგიების, ბიოდეგრარირებადი პოლიმერების, სასურსათო და გარემოს დაცვის საკითხებში.
აღნიშნული საკითხები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და მოთხოვნადია ქიმიური, საკვები, ფარმაცევტული და სხვ. ინდუსტრიაში.
ISC chtab 2023-ზე იმუშავებს სექციები:
SECTION I. Chemical synthesis of biopolymers/bioregulators, Isolation from plant and animal organisms, research;
SECTION II. Agricultural and Membrane Technologies;
SECTION III. Low-waste highly productive innovative technologies. Biomaterials, Bionanomaterials;
SECTION IV. Biodegradable polymers;
SECTION V. Food and Environmental issues.
დეტალური ინფორმაცია ISC chtab 2023-ის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: https://www.chtab2023.com.ge/