Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია - „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი“

BTU-ს ორგანიზებით და ევროპული და აშშ-ის უნივერსიტეტების მხადაჭერით, 30 ივნისი-3 ივლისის პერიოდში საერთაშორისო კონფერენცია - „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი“ გაიმართება.


კონფერენციის თემატიკა ეხება ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს და გამოწვევების სამეცნიერო ანალიზს.  


კონფერენცია გააერთიანებს კვლევების პრეზენტაციებს და პანელურ დისკუსიებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემდეგი მიმართულებებით:

 

ხელოვნური ინტელექტი და საქართველო;

განათლების ტექნოლოგიები;

უსაფრთხოება და ტექნოლოგიები;

ციფრული ტრანსფორმაცია და ჯანდაცვის ტექნოლოგიები;

ციფრული ტრანსფორმაცია და აგრარული ტექნოლოგიები;

სამართლის ტექნოლოგიები (LegalTech);

ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი;

ინოვაციები და მეწარმეობა;

ციფრული ტრანსფორმაცია და ფინანსური ტექნოლოგიები;

ქალები ტექნოლოგიებში (FemTech).

 

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა მითითებული ბმულის საშუალებით.