Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში 48-საათიანი Game Jam ჰაკათონი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ოფიციალური 48-საათიანი Game Jam ჰაკათონი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები თსუ წარმატებული კურსდამთავრებულები, იუთუბ-არხ Devterapy-ის დამფუძნებლები გიორგი აბელაშვილი, ირაკლი ქოიავა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი გახლდნენ.

 

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების კურსდამთავრებულთა ინიციატივით შექმნილი შოუ youtube - არხზე ქართულ ენაზეა და მთლიანად ტექნოლოგიებს, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიასა და დეველოპერების კულტურას ეხება.

 

ჰაკათონში, რომელიც ორგანიზატორთა ჩანაფიქრით ყოველწლიური ხასიათის იქნება მონაწილეობა დაახლოებით 100-მდე სტუდენტმა მიიღო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წარმატებულ კურსდამთავრებულთა პრეზენტაციები. საკუთარი კარიერული გამოცდილების შესახებ დამსწრეებს ესაუბრნენ.

 

 გიორგი აბელაშვილი, Senior Game Developer:  DEKA Games Berlin -ში ისეთ თამაშებზე როგორიცაა Tomb Raider, Hitman, Deus EX;  (მანამდე მუშაობდა Ubisoft-ში თამაშ Watch Dogs Legion-ზე მუშაობდა); 

 

 ირაკლი ქოიავა, Graphics Software Engineer, ამჟამად მუშაობს ფრანგულ კომპანია Dassault Systems-ში, შიდა გრაფიკულ ინჟინერიასთან ასოცირებულ საკითხებზე;

 

ავთანდილ უშიკიშვილი, Senior Software Engineer, ამჟამად მუშაობს ამერიკულ კომპანია Bondex-ში, შიდა სისტემების იმპლემენტაცია და დეველოპმენტ გუნდის მეთაური).