14 ივლისს, ევროკომისიამ გენდერული თანასწორობის დამცველთათვის ევროკავშირის ახალი ჯილდო დააწესა, რომელიც იმ აკადემიურ და კვლევით ორგანიზაციებს აღიარებს, რომელთაც გენდერული თანასწორობის ღონისძიებების განხორციელებაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.
ახალი საპრიზო სქემა მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ინკლუზიური გეგმებისა და პოლიტიკის განვითარებას ევროპული სამეცნიერი სივრცის (ERA) ფარგლებში. ამას გარდა, კიდევ უფრო ძლიერდება მოთხოვნა უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიმართ, რომელთაც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპაში“ (Horizon Europe) მონაწილეობა სურთ, და მათ მიმართ მთავარ კრიტერიუმად გენდერული თანასწორობის გეგმების (GEP) არსებობა განისაზღვრება.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ.