რიგგარეშე მობილობა სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის
სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები მომართავენ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №247/01-01, 30.11.2021)
მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები:
დოკუმენტაციის მიღება - 30 ნოემბერი-2 დეკემბერი;
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 6-8 დეკემბერი;
სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) - 9 დეკემბერი;
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 10 დეკემბერი;
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 13 დეკემბერი.
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
გამოცდა უცხო ენაში -3 დეკემბერი (1000 საათი);
გამოცდის შედეგების გამოცხადება -3 დეკემბერი;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 დეკემბერი (1200 საათამდე);
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 დეკემბერი.
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
რიგგარეშე მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;
წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
სტუდენტის სასწავლო ბარათი;
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
საკონტაქტო ინფორმაცია:
(დამოწმებული დოკუმენტაციის წარდგენა წარმოებს შემდეგ მისამართზე):
იურიდიული ფაკულტეტი
მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №118