Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მონოგრაფია „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“

16 ივნისს, 14:00 საათზე, თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონოგრაფიის „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში" პრეზენტაცია გაიმართება. 560 გვერდიანი ნაშრომის ავტორები რ. ქურდაძე, მ. ლომია, ქ. მარგიანი, ნ. ჭუმბურიძე არიან. 

მონოგრაფია „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“ მომზადდა ამავე სახელწოდების სამეცნიერო პროექტის (FR17-#388) ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი­­ლისის სახელ­მწი­ფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქარ­თული ენის ს/ს ინსტი­ტუტში; პროექტის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა მკვლევარი, თსუ დოქტორნტი თამარ ჩანქსელიანი.

წინამდებარე მონოგრაფია კომპლექსური გამოკვლევაა ერთ-ერთი ფუნდამენტური კატე­გო­რიის, უარყოფის, შესახებ. აღნიშნული ნაშრომი ავტორთა მიერ „ქართველური ენათ­მეც­ნიერების სერიით“ ბეჭდურად გამოცემული  მე-2 წიგნია, რომელიც მოიცავს ქართველური ენ­ების სისტემურ აღწე­რასა და ანალიზს ქართველ და უცხოელ ავტორთა  თეორი­ული  ნააზრევის  გათვა­ლის­წინებით; ქართვე­ლ­­ურ ენათა დიაქრონიული და სინქრონიული მონაცემების შედა­რება-შეპირისპირებითა და სა­ერთო­ქართვე­ლუ­რი კანონზომიერებების დად­გე­ნით; ცალკეულ შემთხვევებში ერთიანი არ­ე­­ა­ლ­ურ-ტიპოლოგიური კონტექსტის გააზ­რებითა და კვლევის პერ­სპექტივის დაგეგმვით. კვლე­ვის შედეგები მნიშვნელოვანია  სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ კოგ­ნიციის ენ­ობრივ გამოხატულებასთან დაკავშირებული საკითხები; ასევე, ქარ­თული სალი­ტერა­ტურო ენის ისტორია, ქართველურ ენათა ტიპოლოგია ისტორიულ-შედა­რებითი პროცე­სებისა და  სინ­ქრო­ნი­ული მონაცემების  გათვალისწინებით.

ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარული და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის.