Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია რასულ ჰამზათოვი - 100

19 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება სპეციალური სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი გამოჩენილი დაღესტნელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, რასულ ჰამზათოვის 100 წლის იუბილესადმი.

 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: პოეტებს, მწერლებს, ლიტერატურათმცოდნეებს, თეატრისა და ხელოვნების მუშაკებს, ტექსტოლოგებს. კონფერენციის თემებია:  რასულ ჰამზათოვი: მოქალაქე, მწერალი, საზოგადო მოღვაწე; რასულ ჰამზათოვი: კავკასიის დიდი შვილი;  რასულ ჰამზათოვი და ქართულ-დაღესტნური ურთიერთობები. სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური. მასალები მიიღება  30 სექტემბრამდე, მისამართზე: rasulhamzatov100@tsu.ge

კონფერენციის ჩატარების ფორმატი — ჰიბრიდული. დასწრება თავისუფალია