Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინგლისური ენის უფასო ონლაინ კურსი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა, და University of Essex-ის ერთობლივი პროექტი თსუ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ ინგლისური ენის ცოდნა „ბრიტანეთის საბჭოების“ მიერ შედგენილი ინგლისური ენის ონლაინ კურსის მეშვეობით. კურსი მოიცავს დონეებს A1-დან B2-მდე, რაც ნიშნავს, რომ რეგისტრაცია  ინგლისური ენის სწავლის ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

რეგისტრაციის გასავლელად, მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/forms/yXFjE7mgYdFD72fn2. გთხოვთ, მიუთითოთ იმ ელ.ფოსტის მისამართი, რომლითაც შემდეგ ონლაინ კურსზე შესვლას შეძლებთ. განაცხადების მიღება გაგრძელდება 2019 წლის 8 თებერვლამდე.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

პროექტი დაფინანსებულია ფონდის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მიერ.