2014 წლის 4 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგებისა, რომლებიც ამავე ფაკულტეტზე ვიზუალურ ხელოვნებას ასწავლიან. ასევე მაგისტრანტების, კურსდამთავრებულების და მხატვარ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფემინ არტის“ საქართველოს ფილიალის წევრების ნამუშევართა გამოფენა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი 60-მდე ნამუშევარი სრულიად განსხვავებული ტექნიკითა და თემატიკით იყო შესრულებული, მათ შორის: ფერწერა, გრაფიკა, დეკორირებული თეფშები, მინანქარი, გობელენი, თექა, პოარტი, ქვილთი, ბატიკა. გამოფენის გახსნაზე ორგანიზაცია „ფემინ არტმა“ წარმოადგინა ერთგვარი პერფორმანსი - მხატვარ ქალთა გაერთიანების ორმა წევრმა ანა ჩუბინიძემ და ანი ლაღიძემ ექსპრომტად შეასრულეს თითო ნამუშევარი, მოთელეს მშრალი თექა, რამაც დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. 04/03/2014
- About Museum
- არქეოლოგიის მუზეუმი
- History of the Tbilisi State University Museum
- გეოგრაფიის მუზეუმი
- დროებითი ექსპოზიციები
- ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი
- ზოოლოგიის მუზეუმი
- ექსპონატები
- Contact Us
- თსუ ისტორიის მუზეუმი
- პალეონტოლოგიის მონოგრაფიული მუზეუმი
- სახვითი ხელოვნების დარბაზი
- დროებითი გამოფენების დარბაზი
- ვიდეო სიუჟეტები
Date:
04/03/2014