შემეცნებითი ვიქტორინა - "უნივერსიტეტის დამაარსებლები"
14 დეკემბერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის - შალვა ნუცუბიძის დაბადების დღეა!
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მართავს შემეცნებით ვიქტორინას - "უნივერსიტეტის დამაარსებლები".
ვიქტორინა დაიწყება 17 დეკემბერს დილის 11:00 საათზე და დასრულდება იმავე დღის 23:59 წუთზე.
თითოეული სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით.
გამარჯვებულად ჩაითვლება 3 სტუდენტი, ვინც საკონკურსო პერიოდში ყველაზე მეტ სწორ პასუხს დააგროვებს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 18 დეკემბერს.
გისურვებთ წარმატებებს!