1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მართავს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
კონკურსის თემატიკა:
ჩემი ბავშვობის მთავარი წიგნი;
ჩემი საყვარელი პერსონაჟი;
ჩემი საყვარელი მწერალი;
კონკურსის ეტაპები:
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 15 მაისი;
ნაშრომების მიღება: 15-25 მაისის ჩათვლით;
გამარჯვებულების გამოვლენა - 1 ივნისი;
სამ საუკეთესო ესეს გამოავლენს ჟიური;
გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები;
თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი!
კონკურსის დასრულების შემდგომ მომზადდება მიღებული ესეების ელექტრონული გამოცემა + გამოფენა;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი და გვარი;
პედაგოგის სახელი და გვარი;
სკოლა;
მისამართი;
ტელეფონი (მობილური);
ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ესეს გაფორმების წესი:
ფურცლის ზომა: A4;
შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen)
შრიფტის ზომა: 12;
გვერდების რაოდენობა: 2-4 გვ;
ესეების გადმოგზავნა შემდეგ მისამართზე: library@tsu.ge
გისურვებთ წარმატებებს!