ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქია.
თბილისის, როგორც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდა და ზუსტად 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, აღნიშნული მოვლენის ფარგლებში მართავს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის
კონკურსის თემატიკა:
ჩემი ბავშვობის მთავარი წიგნი
ჩემი საყვარელი პერსონაჟი
ჩემი საყვარელი მწერალი
კონკურსის ეტაპები:
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 1 ნოემბერი;
ნაშრომების მიღება: 1-15 ნოემბრის ჩათვლით;
გამარჯვებულების გამოვლენა - 25 ნოემბერი;
ორ საუკეთესო ესეს გამოავლენს ჟიური; მესამე საუკეთესო ესეს ავტორი იქნება - ბიბლიოთეკის რჩეული;
გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები;
თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი!
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა, საკონკურსო ნაშრომს, თან უნდა დაურთონ განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი და გვარი;
პედაგოგის სახელი და გვარი;
სკოლა;
მისამართი;
ტელეფონი (მობილური);
ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ესეს გაფორმების წესი:
ფურცლის ზომა: A4;
შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen)
შრიფტის ზომა: 12;
გვერდების რაოდენობა: 2-4 გვ;
ესეები უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: library@tsu.ge
გისურვებთ წარმატებებს!