
დიანა ანფიმიადი
მწერალი
date of birth 1982
დიანა ანფიმიადი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ამჟამად თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის დოქტორანტი. იგი არის არაერთი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის ავტორი, ილია ჭავჭავაძის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერთა შორის და არაერთი სამეცნიერო კონკურსის გამარჯვებული; მუშაობს დისერტაციაზე. არის 5 წიგნის ავტორი. ფლობს რამდენიმე უცხო ენას (ექსპერტ – კრიმინალისტი.)
ლიტერატურული პრემიების და კონკურსის გამარჯვებული:
- ლიტერატურული პრემია "საბა" (2009 წ.) (წლის საუკეთესო დებიუტი)
- ლიტერატურული კონკურსი "გალა" 2008 წ. ნომინანტი
- ლიტერატურული კონკურსი "საბა", ნომინანტი 2008
- ლიტერატურული კონკურსი "წერო" 2008, გამარჯვებული.
ბიბლიოგრაფია:
1. საკვანძო სიტყვა-"ფერეიდანი": ფერეიდნული ეტიუდები - თბილისი, არტანუჯი, 2020. – 224 გვ.. - ISBN: 97899414878
2. თოვლზე ნაწერი წერილები ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2019. - 21გვ.. - ISBN: 97899413200
3. სადგურებს შორის. კრებული (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2019. - 60გვ.. - ISBN: 9789941482816
4. ჩვენ ვეფხისტყაოსნები : წიგნი საყვარელ ავტორსა თანა მიწერილი პირველი (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2019. - 92გვ.. - ISBN: 9789941487187