ვაჟა ნიბლაძე
ფილოსოფოსი
date of birth 1966
მეცნიერი, ფილოსოფოსი, პედაგოგი
1979 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, სადაც 35 წელზე მეტი იმუშავა.
მკვლევრის ბოლო დროის მუშაობის ძირითადი მიმართულება მოიცავდა ექსისტენციალიზმს, ონტოლოგიას და გნოსეოლოგიას. იკვლევდა სარტრის, კამიუს და გერმანელი ფილოსოფოსის ჰაიდეგერის ნაშრომებს.
ვაჟა ნიბლაძე ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებს. იგი იყო საქართველოში ფრანგული ექსისტენციალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი როგორც ქართულ,ისე უცხოურ ენებზე:
1. ყოფიერების მეტაფიზიკური და ანთროპოლოგიური ასპექტები ფილოსოფიაში. ლოგოსი, 2021 წ.
2. ფილოსოფია როგორც "მეტა" = Philosophy as "Meta" ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი = Philosophical-Theological Reviewer № 2 2012 წელი
3. ჟან-პოლ სარტრის თავისუფლების ონტოლოგია = Jean-Paul Sartre's Ontology of Freedom ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი = Philosophical - Theelogical reviewer № 6 2016 წელი
4. აზროვნება, როგორც სუბსტანციური ყოფიერების "ჭვრეტა" (პარმენიდეს "მეტაფიზიკური აზრი", როგორც აზროვნებისა და არსებობის იგივეობა) = Thinking as "Contemplation" of Substantial Being (Parmenides's "Metaphysical Essence" as Identity of Thinking and Existence) ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილვევლი = Philosophical-Theological Reviewer № 7-8 2017-2018 წელი