ნინო დარბაისელი
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1961
პოეტი, ლიტერატურათმცოდნე
ნინო დარბაისელი დაიბადა 1961 წელს. 1984 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1984-1989 წლებში მუშაობდა მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში ქართული ენის პედაგოგად, მეთოდისტად. 1990-1995 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის გამომცემლობა "მეცნიერების" მთავარი რედაქტორი; 1992 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ქართულ ვერლიბრი" და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1994-1997 წლებში იყო საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიური სახლის" დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-საგამომცემლო დარგში. 1999 წლიდან არის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 2000წ წლიდან მუშაობს "გალაკტიონის კვლევის ცენტრში" პასუხისმგებელ მდივნად; 2001 წლიდან არის ყოველწლიური სამეცნიერო პუბლიცისტური კრებულის "გალაკტიონოლოგიის" პასუხისმგებელი მდივანი; მისი, როგორც პოეტის, დებიუტი შედგა 1977 წელს ქართული პოეზიის ყოველწლიურ ანთოლოგიაში "პოეზიის დღე".