ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილი
არქეოლოგი
date of birth 1917
1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1942 წლიდან იყო ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომელი. 1943 წლიდან იყო სიმონ ჯანაშია სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ძირითადად იკვლევდა საქართველოსა და კავკასიის ადრე სამიწადმოქმედო კულტურებს, განსაკუთრებით მტკვარ-არაქსის კულტურას. გარდაიცვალა 1997 წლის 24 ოქტომბერს.