ნოდარ ხადური
ეკონომისტი
date of birth 1970
1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, მიკროეკონომიკის სპეციალობით. 1996-1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი და 2002 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე „ „მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში (საქართველოს მაგალითზე“. 1987-1988 და 1990-1992 წლებში მუშაობდა საწარმოო გაერთიანება ჩარხმშენებელში. 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწედ; 1997-1998 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999-2000 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი; 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსად; 2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე — საპარლამენტო მდივანი. 2004-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2004-2008 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული კონსულტანტი. 2008 წლიდა კი იყო ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი. ნოდარ ხადური ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მაკროეკონომიკა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული და ფისკალური მაკროეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, ტრანსფორმაციული ეკონომიკა, კონკურენცია.