ისიდორე დოლიძე
იურისტი
date of birth 1915
1933 წელს ბათუმის სამშენებლოს ტექნიკუმის წარჩინებით დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე, რომელიც 1938 წელს დაამთავრა. 1941 წელს დაამთავრა ასპირანტურის კურსი დ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია . 1947- 1948 წლებში ისიდორე დოლიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანად. 1960-1966 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. მისი შესწავლის სფერო იყო ქართული სამართლის ისტორია და სამართლის ზოგადი ისტორია. დოლიძის ნაშრომებში გამოკვლეულია ქართული სამართლის ინსტიტუტების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მეცნიერულ-პოპულარული ხასიათის შრომა და სტატია.