გია ხატისაშვილი
ბიოლოგი
date of birth 1963
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.
გია ხატისაშვილის სამეცნიერო ინტერესებია: ეკოლოგიური ბიოქიმია, ქიმიურად დაბინძურებული გარემოს რემედიაციის ტექნოლოგიები, გარემოს ქიმიური დაბინძურების მონიტორინგი, ქსენობიოტიკთა დეტოქსიკაციის მექანიზმები. არის 72 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1999 წლიდან არის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2012 წლიდან საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი.