მამია დუმბაძე
ისტორიკოსი
date of birth 1915
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1942 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1958-1989 წლებში იყო საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილების გამგე; იკვლევდა საქართველოს ფეოდალური ხანის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურული ისტორიის საკითხებს; არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი და კოლექტიური გამოკვლევების - "თბილისის ისტორიის", საქართველოს ისტორიის რამდენიმე სახელმძღვანელოს (ქართ. და რუს. ენებზე) თანაავტორი, აგრეთვე "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" რვატომეულის რედკოლეგიის წევრი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორო (1959), პროფესორი (1960).
1980-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, 1974 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.