ოთარ დუდაური
გეოლოგი
date of birth 1934
1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით.
1955–1958 წლებში იყო ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი; 1958–1965 წლებში ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1965–1978 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978–2005 წლებში იზოტოპური გეოქრონოლოგიის განყოფილების გამგე; 1995-2000 წლებში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1988 წელს მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა საერთაშორისო გეოქრონოლოგიური ექსპედიცია აფახაზეთში, რომლის შედეგები გამოქვეყნდა ქ. იენაში (გერმანია) ჟურნალ "Chemie der Erde"-ში; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და სამეცნიერო პროექტში. მისი კვლევის ინტერესების სფეროა: საქართველოს ფანეროზოული ინტრუზიული კომპლექსების პეტროლოგია და იზოტოპური გეოქრონოლოგია. 2003 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2009 წლიდან ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ინსტიტუტის შრომების რედკოლეგიის წევრია.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მეზოზოური ინტრუზიული კომპლექსების პეტროლოგია და იზოტოპური გეოქრონოლოგია", დაიცვა 2003 წელს.