თამარ გურჩიანი
იურისტი
date of birth 1980
2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი და ვირჯინიის(აშშ) William and Mary-ის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამა.
2004-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ინფორმაციის თავისუფლებისა და ანტიკორუფციული პროგრამების კოორდინატორად; 2007-2009 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ინსტრუქტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში; 2010-2011 წლებში მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი The College of William and Mary-ში, ვირჯინიაში (აშშ); ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა ორგანიზაციებში: The National Security Archive და Sunlight Foundation, ვაშინგტონში (აშშ); 2011-2015 წლებში სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა კონსულტანტად შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებები, არჩევნების მონიტორინგი და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარება; არის "რადიო თავისუფლების" ქართული ბიუროს ბლოგერი და რეგულარულად წერს ადამიანის უფლებების შესახებ; აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის" (ACCESS) ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი; ის არის არასამთავრობო ორგანიზაციების გამგეობის წევრი: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "ორბელიანი". სამეცნიერი ინტერესის სფეროები: ადამიანის უფლებათა სამართალი, ანტიდისკრიმინაციული სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი, შესავალი სამართალმცოდნეობაში. სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი.
შრომები:
- ორჰუსის კონვენციის განხორციელება საქართველოში, თბ.: [გ.გ], 2011.