ლევან ბერიძე
ფილოლოგი
date of birth 1963
1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანული ენისა და ლიტერატურის განხრით.
1986-1987 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში; 1987-1988 წლებში გაზეთ "ივერიაში; 1988-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1991-1995 წლებში ქ. ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო თემაზე; 2000 წელს იყო ჰუბერტ ბურდას სახელობის სტიპენდიატი; 2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროში, ეუთოს პროექტის - "სომხურის როგორც მშობლიური ენის სწავლების ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვან სკოლებში" -კოორდინატორად; იყო გაზეთ "მრავალენოვანი განათლება" რედაქტორი; 2007 წელს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსის მწერალთა და მთარგმნელთა სახლში მუშაობდა ახალ მოთხრობაზე - "კონცერტი მარცხენა ხელისათვის". 2009 წელს შვედეთში, გოტლანდის მწერალთა სახლში მუშაობს სცენარზე "ფილიპარია". არის პროექტის - "ანთროპონიმთა ქართულად გადმოცემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები" დირექტორი; 2008 წელს მოთხრობა - "კონცერტი მარცხენა ხელისათვის", გამოიცა გერმანიაში და წიგნის პრეზენტაცია მოეწყო ქ. ბერლინში, ხოლო 2010 წელს ლატვიაში გამოვიდა მისი წიგნი "ფილიპარია". 2012 წელს მუშაობს პროექტ "ლატვიურ-ქართული სასაუბრო"-ს დირექტორად. მართავს საავტორო საღამოებს ბერლინში, ჰანოვერში, დრეზდენში, როსტოკში, მაინის ფრაკფურტში, თბილისში. თავის მოთხრობებსა და რომანებს წერს გერმანულ ენაზე, მაგრამ შექმნისთანავე თარგმნის ქართულად და ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებს.
შრომები:
- ფორა: რომანი, თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014.