თინათინ ასათიანი
ფიზიკოსი
date of birth 1918
1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1944 წლიდან მუშაობდა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში(ატომური ენერგიის სახელმწიფო კომიტეტის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტი). კოსმოსური გამოსხივების ფართო ატმოსფერული ღვარების გამოკვლევისას პირველმა გამოიყენა ატმოსფერული ღვართა ენერგიის გაზომვის ახალი მეთოდი. 1959 წელს დაიწყო კოსმოსური მიუონების პოლარიზაციის ხარისხის ენერგიაზე დამოკიდებულების შესწავლა, ხოლო 1963 წლიდან მონაწილეობდა დამუხტულ ნაწილაკთა კვლევის ახალი მეთოდიკის დამუშავებაში–განიერღრეჩოიანი ნაპერწკლოვანი კამერების შექმნაში. ამ სამუშაოს შედეგად გამოირკვა, რომ მაგნიტურ ველში განიერღრეჩოიანი კამერის მოთავსებისას ნაპერწკალი შეიძლება განვითარდეს დამუხტულ ნაწილაკთა წინასწარ არ მოცემული წრიული ტრაექტორიის გასწვრივ. ამან განაპირობა კამერების ფართო გამოყენება ნაწილაკების იმპულსის გასაზომ ხელსაწყოებად. თინათინ ასათიანი არის 150-ზე მეტი ნაშრომის თანაავტორი. მოღვაწეობდა ლექტორად ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970). პროფესორი (1971). 2011 წელს გარდაიცვალა სომხეთში.