რევაზ ბარამიძე
ფილოლოგი
date of birth 1928
1950 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოკვლევები იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“, გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“, ასევე ნაშრომები ფარნავაზ მეფის შესახებ. იყო 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ასზე მეტი მონოგრაფიის ავტორი. ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებას. ასწავლიდა ცხინვალის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასულიერო აკადემიაში. ამავე დროს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ევროპის რიგი უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი.