Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ბადრიძე
დრამატურგი
date of birth 1928

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1954 წელს მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა.

1954–1962  წლებში მუშაობდა გაზეთ "ზარია ვოსტოკას" მოსკოვის კორესპონდენტად; 1962–1964 წლებში საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ რედაქტორად; 1954 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა.  მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარები ქართული მხატვრული ფილმებისათვის: "ჩარი რამა"(1974), "კავკასიელი ტყვე"(1975), "აიშიკ-ყარიბი"(1988), საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი ფილმი "XXI საუკუნე და.."(1988) "კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის"(1982) "ვინ არის მეოთხე" (1984), "ისინი" (1992), "და სასახლეში ვპოვებ სიყვარულს"(1992). მისი სცენარებით შექმნილია სატელევიზიო ფილმები: "მეარღნე", "ხაბაზები". გადაღებულია ფილმებში: "არ დაიდარდო", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "პეტროვკა 38", "თბილისი და თბილისელები".

1980 წლიდან არის საქართველოს დამსახურებული მოღვაწე, 1998 წლიდან თბილისის საპატიო მოქალაქე.

ბიბლიოგრაფია