შალვა აბზიანიძე
ფილოსოფოსი
date of birth 1952
1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
1974 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 1981 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და განახლებული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.