ოტია პაჭკორია
მწერალი
date of birth 1928
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ოც წელზე მეტ ხანს მუშაობდა ჟურნალ "ცისკარსა" და "მნათობში", სადაც სხვებსაც უშურველად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას.
დაწერილი აქვს ნარკვევები: მიგელ დე სერვანტესის, სტენდალის, ვაჟა ფშაველას, ალექსანდრე პუშკინის, ლევ ტოლსტოისა და სხვათა შემოქმედებაზე; სიცოცხლის ბოლო წლებში ოტია პაჭკორიამ ჟურნალებში გამოაქვეყნა მოთხრობები, რომლებიც ინტელექტუალური პროზის ნიმუშებია.