გურამ ჭილაშვილი
ფიზიკოსი
date of birth 1928
დაიბადა 1928 წლის 17 სექტემბერს, ქ. გურჯაანში.
1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში თეორიული ფიზიკის განხრით, იყო თეორიული ფიზიკის კათედრის თანამშრომელი. 1962-1964 წლებში მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აირჩიეს ფიზიკის ფაკულტეტის დეკანად, 1969 წელს კი დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად. იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მონაწილეობდა ფიზიკის ქართული ტერმინოლოგიის შემუშავებაში.