სვიმონ გამსახურდია
ისტორიკოსი
date of birth 1929
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სხვადასხვა წლებში იყო სულხან–საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სადისერტაციო თემა – "სწავლა–განათლება ძველ საქართველოში, უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე".
2000 წელს მიიღო ღირსების ორდენი. სვიმონ გამსახურდია იყო საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
გამსახურდია სვიმონ, კობახიძე მანანა, განმავითარებელი სწავლება ისტორიის გაკვეთილზე, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1975.
მეცნიერება და საგანმანათლებლო იდეები ძველ საქართველოში, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1968.
საზოგადოებრივ-ისტორიული აზრის განვითარება, 11 ს. საქართველოში (გიორგი მთაწმინდელი, გიორგი ხუცესმონაზონი, ეფრემ მცირე, ლეონტი მროველი, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1966.
საქართველოს სახელმწიფო დროშები და გერბები, თბ.: მერანი, 1990.
სწავლა განათლება ძველი საქართველოში, თბ.: განათლება, 1975.
ხერთვისის ბინდი: ჯონდი დიდიას მინაწერების მიხედვით, თბილისი: 1995.