Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბერდია ბერიაშვილი
პოეტი
date of birth 1938

1957-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მუშაობდა საქართველოს რადიოს კორესპონდენტად, გაზეთ "სოფლის ცხოვრების" ლიტერატურულ მუშაკად, განათლების მუშაკთა რესპუბლიკური სახლის ლიტერატურულ-შემოქმედებითი გაერთიანების ხელმძღვანელად. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რედაქტორობდა მის მიერვე დაარსებულ გაზეთ "ცისარტყელას". ლიტერატურულ-შემოქმედებითი მუშაობა დაიწყო 1958 წლიდან, როდესაც ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი. ბერდია ბერიაშვილის ნაწარმოებები სისტემატურად ქვეყნდებოდა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში.

ბიბლიოგრაფია:

მერცხალა ვარ ჭიკჭიკა: [ლექსები],  თბ.: „ნაკადული“ 1968.

მზე შინა: [ლექსები], თბ.: „საბჭო.საქართველო“, 1976.

საფიცარი: [ლექსები], თბ.: „მერანი“, 1979.

სიკეთის მარცვალი: [ლექსები], თბ.: „მერანი“,  1973.

ღია ფანჯრიდან: [ლექსები], თბ.:  საბჭ. საქართველო, 1983.

ჩემო ვენახო: [ლექსები},  თბ.: საბჭ. საქართველო, 1987.