ვალერი ხაბურძანია
იურისტი
date of birth 1964
(1964) - იურისტი
დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს, ქ. ქუთაისში.
1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტ, ხოლო 1992 წელს ასპირანტურა.
1985-1987 წლებში გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს აზერბაიჯანის სსრ-ში;
1992 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე;
1992-1997 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში (განყოფილების უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსი);
1997-2001წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოში;
2001 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;
2001-2004 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. 2004 წლის თებერვალში გადაიყვანეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ, სადაც მუშაობდა იმავე წლის ივნისამდე;
2005 წლიდან ეწევა კერძო საადვოკატო საქმიანობას.